ახალი ამბები

თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ახალი საქართველო“ დამოუკიდებლად მოემზადება

6 დეკემბერი, 2016 • 3158
თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ახალი საქართველო“ დამოუკიდებლად მოემზადება

ამ ეტაპზე კოალიციაზე საუბარი არ მიდის, ჩვენ აქცენტი დიდ ქალაქებზე გვექნება”, – ამის შესახებ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოალიციურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისივე ინფორმაციით, პარტია „ახალ საქართველოში“ ახალი სახეები გაერთიანდებიან.

„ამ ეტაპზე კოალიციაში შესვლაზე საუბარი არ არის, ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ჩავებათ თვითმმართველობის არჩევნებში, ოღონდ აქცენტი ძირითადად დიდ ქალაქებზე გვექნება.  პარტიაში სიახლე იქნება ის, რომ გვეყოლება ახალი სახეები. თუ ვინმე ძლიერ ჯგუფს უნდა შემოგვიერთდეს, ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდან დადებითი პასუხი.  დღევანდელი ჩვენი განრიგია, დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალი საქართველო” საარჩევნო ბლოკში – “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” იყო გაერთიანებული. ბლოკმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა 3 პროცენტზე მეტი მიიღო. საქართველოს კანონმდებლობით, იმ სუბიექტისთვის, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს, საბაზო დაფინანსების სახით წელიწადში 300 000 ლარია გათვალისიწნებული. შესაბამისად,  ეს თანხა ამ ორ პარტიაზე თანაბრად გაიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი