ახალი ამბები

20 კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარზე მეტს მიიღებს

22 ნოემბერი, 2016 • 2814
20 კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარზე მეტს მიიღებს

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მქონე 20 პარტია ბიუჯეტიდან  9 მლნ 739 ათას 296 ლარს მიიღებს. შესაბამისი განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.

განკარგულების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებას შემდეგი პარტიები მიიღებენ:

  1. ქართული ოცნება  – 2 მლნ 82 ათას 238 ლარი.
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1 მლნ 122 ათას 526 ლარი.
  3. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 997 037 ლარი.
  4. ევროპული საქართველო – 895 726 ლარი.
  5. პატრიოტთა ალიანსი – 744 008 ლარი.
  6. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 598 698 ლარი.
  7. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 536 572 ლარი.
  8. თავისუფალი დემოკრატები – 512 196 ლარი.
  9. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 472 812 ლარი.
  10. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 241 625 ლარი.
  11. საქართველოს კონსერვატიული პარტია – 236 572 ლარი.
  12. საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 236,572 ლარი.
  13. “ეროვნული ფორუმი – 236 572 ლარი.
  14. სახელმწიფო ხალხისთვის – 195 511.
  15. ახალი საქართველო – 195 511.
  16. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – 87 024 ლარი.
  17. თავისუფალი საქართველო – 87 024 ლარი.
  18. თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – 87 024 ლარი.
  19. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა- 87 024 ლარი.
  20. ახალი ქრისტიან-დემოკრატები – 87 024 ლარი.

კანონმდებლობის შესაბამისად, აქამდე საბიუჯეტო დაფინანსებას 11 პარტია იღებდა. ეს პარტიებია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”;  “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”; “ლეიბორისტული პარტია”; “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;  “რესპუბლიკური პარტია”;  “თავისუფალი დემოკრატები”; “მრეწველები”, “ეროვნული ფორუმი”; “კონსერვატიული პარტია”  და “პატრიოტთა ალიანსი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი