ახალი ამბები

ადა მარშანია: დღეს ბანკებს მთელი საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი

1 დეკემბერი, 2016 • 2731
ადა მარშანია: დღეს ბანკებს მთელი საქართველო  მძევლად ჰყავს აყვანილი

“თუ დღევანდელი ბანკების საქმიანობას შევაფასებთ, სახელმწიფო სახელმწიფოში მივიღეთ,  ნამდვილად ასეა,” – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

ადა მარშანიას განცხადებით, ბანკები “ყაჩაღობითა და ბანდიტიზმით” არიან დაკავებული:

“სხდომაზე, მგონი, ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ ბანკებს ვესხმით თავს. ჩვენ ვესხმით ბანკებს თავს, თუ ბანკები გვესხმიან ჩვენ თავს? მონობაში აიყვანეს მთელი საქართველო. როცა პენსიონერს რამდენიმე თვის პენსიის  წინსწრებით აღება უნდა, ყველამ ვიცით, რა საპროცენტო განაკვეთია, ეს არის ყაჩაღობა და ბანდიტიზმი. დღეს ბანკებს მთელი საქართველო  მძევლად ჰყავს აყვანილი. ეს ასეა”.

დეპუტატმა კოლეგებს შესთავაზა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიწვიონ:

“ეროვნული ბანკი ჰქვია ჩვენსას, თუ კოლონიური ქვეყნის ბანკია? კოლონიური  უფრო ჩანს. უახლოეს პერიოდში დავგეგმოთ სპეციალური განხილვა ამ საკითხის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიწვიოთ. განვიხილოთ, სად შეიძლება ჩაერიოს პარლამენტი და სად არა, რა ფარგლებში შეიძლება ჩავერიოთ. ”

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი