ახალი ამბები

კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

30 ნოემბერი, 2016 • 3226
კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა  არჩილ მესტვირვიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურას 10 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

სხდომას 14 დეპუტატი ესწრებოდა,   კენჭისყრაში მონაწილეობა 11-მა მიიღო, 10-მა დეპუტატმა კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი