ახალი ამბებიეკონომიკა

ონლაინ-სესხების ბიზნესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების დაჩქარებას ითხოვს

30 ნოემბერი, 2016 • 1850
ონლაინ-სესხების ბიზნესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების დაჩქარებას ითხოვს

საქართველოს არასაბანკო საკრედიტო ონლაინ-ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის განცხადებას ონლაინ-სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ონლაინ-სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ.

ასოციაციის წევრები მთავრობას მიმართავენ თხოვნით, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაუწიონ შუამდგომლობა ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დაჩქარების მიზნით.

“ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ-სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ-სესხების ბაზრის დარეგულირება არა მარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების – ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას,” – აცხადებენ ასოციაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები:

  1. vivus.ge
  2. netcredit.ge
  3. ccloan.ge
  4. crediton.ge
  5. moneyman.ge
  6. emmascredit.ge
  7. masesxe.ge
  8. minicredit.ge
  9. mozo.ge
  10. mon.ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ონლაინ-სესხების გაცემა არ აიკრძალება, თუმცა ისეთი რეგულაციები დაწესდება, რომელიც ზოგიერთი ასეთი კომპანიის გაუქმებას გამოიწვევს.

29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი