ნინო ჩხეიძე, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში უბრალოდ სტუმრად მისვლის სურვილი გაუჩნდებოდა. იმ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, სანამ “კუზანოვ დენტიში” სახელგანთქმულ “ჰოლივუდის ღიმილს” უკეთებდნენ, არა მხოლოდ თავისი პირადი ექიმის, რობერტ აგამირიანის, არამედ კლინიკის მთელი კოლექტივის შეყვარება მოასწრო და მათ შესახებ ყველას აღფრთოვანებით უყვება. ყველას, ვინც მისი მომაჯადოვებელი, ქათქათა ღიმილის მიმართ გულგრილი ვერ რჩება.
ნინო ჩხეიძე: “ვინ წარმოიდგენდა, თუ მე და სტომატოლოგია ასე დავმეგობრდებოდით. რაც ბატონმა რობერტმა ეს კბილები გამიკეთა, მას მერე მოსვენება აღარ მაქვს. ყველას ძალიან მოწონს. კლინიკის მისამართი და ტელეფონის ნომერი ხომ ზეპირად ვიცი, “ცერეკს” -ანუ, თავად ამ ტექნოლოგიას რაც შეეხება, ძილში რომ გამაღვიძო და მკითხო, სხაპასხუპით გეტყვი. არადა, არ იცით, როგორ მეშინოდა ბურღის, ექიმის და ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის. ახლა კი პირადი სტომატოლოგი მყავს. ჩემმა კბილებმა იმხელა რეზონანსი გამოიწვია და ისე შემცვალა უკეთესობისკენ, ზოგიერთს ჰგონია, რომ სხვა პლასტიკური ოპერაციებიც გავიკეთე.
აშკარად ძალიან გიხდება…
ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ასე, ჩემო კარგო, სტომატოლოგთანაც შეიძლება იპოვო ბედნიერება, თუ ეს სტომატოლოგი ბატონი რობერტისთანა პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამანია. “კუზანოვ დენტის” მთელ კოლექტივზე ვგიჟდები. გამორიცხულია, როდესმე, სადმე, თუნდაც ევროპაში, რომელიმე სხვა სტომატოლოგიური კლინიკის კარი შევაღო; მითუმეტეს, რომ ჩემს კბილებზე მთელი ინფორმაცია, ბატონი რობერტის და “კუზანოვ დენტის” ხელშია.
რობერტ აგამირიანი, “კუზანოვ დენტის” მთავარი სპეციალისტი: ნინო გულისხმობს იმას, რომ “ცერეკს” აქვს ფუნქცია, მონაცემთა ბაზაში შეინახოს სრული ინფორმაცია პაციენტის ყველა გაკეთებულ კბილზე და თუ კბილს რამე დაემართა, რისი ალბათობაც ძალიან ნაკლებია, პაციენტის მოსვლამდე კეთდება ახალი კბილი, დაზიანებულის შესაცვლელად. რაც დროსაც ზოგავს, ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც ძალიან კომფორტულია. ორი წელი ნამდვილად არის, რაც “ცერეკის” ტექნოლოგია “კუზანოვ დენტში” დავნერგეთ, ანუ, ნინო არ ყოფილა ჩვენი პირველი პაციენტი. საკმაო გამოცდილება უკვე გვქონდა და ასეთ შედეგს ველოდით. ნინომაც იმიტომ გაბედა, რომ ნახა, “ცერეკით” გაკეთებული ჩვენი კბილები.
იმასაც კი ამბობენ, რომ ჩხეიძემ თავისი “ჰოლივუდის ღიმილი” ევროპაში გაიკეთა…
ახლა ბევრ რამეს იტყვიან. ფაქტია, რომ ნინო ჩვენი ნამუშევარით ძალიან კმაყოფილია. ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ სწორედ ის მივიღეთ, რასაც ველოდით. ეს ჩვენი მიღწევაა. მე დიდი ხანია ვიცოდი, რა იყო “ცერეკი” და ძალიან საინტერესოც იყო ჩემთვის ამ ტექნოლოგიით მუშაობა. მაგრამ მაინც ვფიქრობდი, როგორ მიიღებდა მას ქართველი მომხმარებელი. იმ პეროიდში, როცა “კუზანოვ დენტმა” “ცერეკი” შემოიტანა, ეს გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ვიყავით გერმანიაში, ბალტიისპირეთის წამყვან კლინიკებში და ვნახეთ, რომ 800-1000 ევრო ღირდა “ცერეკით” გასაკეთებული ერთი კბილი. ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს ძალიან ძვირია. მაინც არ დავიხიეთ უკან, ყველაფერი კარგად დავითვალეთ, მასალა რა დაგვიჯდებოდა, ხარჯები და ფასები მაქსიმალურად მოვარგეთ ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობას. ხალხმაც გაიგო ხარისხის ეფეტქტურობა და მიხვდაო, რომ სჯობს გადაიხადო ერთხელ ცოტათი მეტი, სამაგიეროდ სამუდამოდ მოიგვარო პრობლემა. მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს კბილებთან. ამ შემთხვევაში ესთტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ესთეტიკის თვალსაზრისით “ცერეკს” კონკურენტი არ ჰყავს.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ “ცერეკი” მთლიანად გამორიცხავს ტრამვებს, კბილი არის ძალიან ბუნებრივი და ეფექტური. მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა აპარატი “ცერეკიც” თავის შესაძლებლობებს ავლენს სპეციალისტის ხელში. სწორედ სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს რა დონეზე დაქლიბოს კბილი, როდის გამოიყენოს “ცერეკი”, როგორი “დავალება” მისცეს მას. გამოცდილებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ გეტყვით, წელიწადნახევრის წინანდელ პაციენტებს რომ ვუყურებ, ვატყობ, რა შეიძლებოდა უკეთესად გამეკეთებინა. რა ეფექტები დამემატებინა. თავად კი არიან კმაყოფილები, მაგრამ დღეს ბევრად დავხვეწეთ ტექნოლოგია.
ძალიან ბევრი პაციენტი “კუზანოვ დენტში” სხვა ქალაქებიდან და უცხოეთიდან ჩამოდის, განსაკუთრებით ზაფხულში და მათ უკვე იციან ამ ტექნოლოგიის შესახებ ყველაფერი. თუ აქაურ პაციენტებთან მაინც ახსნა გვიწევს, ისინი ინფორმაციულად მომზადებულები მოდიან. იციან, რომ აქ დახვდებათ იგივე ხარისხი, რაც ევროპაში და თუმცა საკმაოდ დაბალ ფასად. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ჩვენი პაციენტები არიან. “ცერეკით” კბილის გაკეთებამ კლინიკაში გასატარებელი დროც ძალიან შეამცირა და სტომატოლოგთან ვიზიტი ამითაც კომფორტული გახადა. ერთ დღეში შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე კბილი. ჩანართების შემთხვევაშიც “ცერეკს” ბადალი არ ჰყავს, დაზიანებული კბილი სრულად აღსდგება და პრაქტიკულად სამუდამოდ. ჩანართს აღარ სჭირდება შეცვლა, რაც ხდება პლომბის შემთხვევაში. არასოდეს არ ჩამოტყდება და ფერსაც არ შეიცვლის.
ვიცი, რომ გერმანიაშიც იყავით იმ ფირმის მიწვევით, რომელიც უშუალოდ ამზადებს “ცერეკს”.
დიახ. ვყავით გერმანიაში მათი მიწვევით. დაგვპატიჟეს და გვაჩვენეს ყველაფერი, ჩაგვიტარეს “მასტერკლასებიც”, კიდევ ერთხელ ვნახეთ შედეგები და დავრწმუნდით იმაში, რომ “ცერეკი” არის ბოლო სიტყვა სტომატოლოგიაში.
უკვე თქვენმა პაციენტებმაც კარგად იციან, რას ნიშნავს თანამედროვე სტომატოლოგია. მაგალითად, სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს იმპლანტაციას, რასაც ადრე ერიდებოდნენ.
გეთანხმებით, ცოტა ხნის წინ ძალიან გვიჭირდა პაციენტის დათანხმება იმპლანტზე. მაინც ეშინოდათ და თავს იკავებდნენ. ახლა შიში უკვე დავამარცხეთ . პაციენტები ერთმანეთის მაგალითზე ხედავენ, რომ იმპლანტი ძალიან კარგი ალტერნატივაა დაკარგული კბილის აღსადგენად და ეგრეთწოდებული “ხიდების” ჩასანაცვლებლად. ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, გერმანულ და ისრაელში წარმოებულ იმპლანტებს. პროცედურა არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს, არ მოითხოვს რეაბილიტაციის პერიოდს. არ არის დაკავშირებული სირთულეებთან. ყოფილა შემთხვევა, როცა ათი იმპლანტი გადაგვინერგავს და პაციენტისთვის გვითხოვნია, მხოლოდ ერთი დღე ყოფილიყო სახლში და მორიდებოდა დიდ ფიზიკურ დატვირთვას.
ბატონო რობერტ, თქვენ ბევრი ცნობილი და პოპულარული პაციენტი გყავთ, რა იზიდავთ მათ “კუზანოვ დენტში”, მხოლოდ ევროპული ტექნოლოგიები?
ალბათ, უფრო ჩვენი პაციენტისადმი დამოკიდებულება. თუმცა, ის რაც კეთდება მსოფლიოს წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში, ხელმისაწვდომია ჩვენთანაც, იგივე ხარისხით და ეფექტურობით. ერთადერთი, რაც იმ კლინიკებისგან განგვასხვავებს, ფასებია. “კუზანოვ დენტში” “ქართული” ფასებია.