ახალი ამბები

საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს მმართველი პარტიის 20 კაციანი სიების მიტანას აიძულებენ

11 სექტემბერი, 2012 •
საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს მმართველი პარტიის 20 კაციანი სიების მიტანას აიძულებენ

თითოეულ უბანში, რომელიც 13 წევრისგან შედგება (6 – ოპოზიცია, 1– მმართველი პარტია, 6 – ცესკოს მიერ კონკურსის გზით დანიშნული) ცესკო–ს მიერ დანიშნულ 6 წევრს ავალდებულებენ, რომ მიიტანონ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა სიები, სადაც მითითებული იქნება პიროვნების გვარი, სახელი, პირადი ნომერი, სტატუსი და ტელეფონი.

საარჩევნო უბნებიდან მიღებული აღნიშნული სიები კი შემდგომ გადაეცემა საოლქოებს.

ეს ფაქტი კომისიში მყოფმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ იციან, რადგან სიები კომისიის დანარჩენ ზემოთხსენებულ 6 წევრს საღამო საათებში ურიგდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი