ახალი ამბები

Renault-მა რომის პაპს ექსკლუზიური ელექტრომობილები აჩუქა

7 სექტემბერი, 2012 • 1252
Renault-მა რომის პაპს ექსკლუზიური ელექტრომობილები აჩუქა

Renault-მა რომის პაპს 2 უახლესი მოდელის ელექტრომობილი უსახსოვრა. ეს საჩუქარი რომის პაპს თავად Renault-ის გენერალურმა დირექტორმა კარლოს გონმა გადასცა 5 სექტემბერს, როდესაც ბენედიქტ XVI თავის საზაფხულო რეზიდენციაში, კასტელ განდოლფში იმყოფებოდა.

აღნიშნული ელექტრომობილი სპეციალურად პაპისთვის არის შექმნილი. ის თეთრი ფერისაა და კარზე რომის პაპის გერბი აქვს ამოტვიფრული. პირველი “პაპომობილი” შექმნილია Kangoo Maxi Z.E.-ის მოდელის ბაზაზე და მისი სიგრძე 4,6 მ, ხოლო სიგანე – 1.8 მეტრია. მისი ელექტროძრავის სიმძლავრე 44 კილოვატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი