ახალი ამბები

ვის ისურვებდნენ პრეზიდენტად NDI-ის კვლევის მიხედვით

7 სექტემბერი, 2012 • 1066
ვის ისურვებდნენ პრეზიდენტად NDI-ის კვლევის მიხედვით

კითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს. 12%-ანი მხარდაჭერა აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. 3% ქდმ-ს ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ასახელებს. 

 

იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი, კონსიტუტციური შეზღუდვის გამო, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, გამოკითხულთა 4% მაინც მას ისურვებდა მომავალ პრეზიდენტად. 

 

NDI-ის წინა პერიოდის (ივნისის) კვლევის შესაბამისად, ეს მონაცემები ასე გამოიყურებოდა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი – 22%, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – 20%, გიორგი თარგამაძე – 4%. 

 

კვლევა, რომელიც NDI-მ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ცდომილება +/- 3%-ია. წინა კვლევა კი, რომელიც  4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში ჩატარდა, NDI-მ 16 ივლისს გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი