ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ ‘ნაცმოძრაობა’ ყველაზე ახლოს დგას მათ შეხედულებებთან

7 სექტემბერი, 2012 • • 1092
NDI: გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ ‘ნაცმოძრაობა’ ყველაზე ახლოს დგას მათ შეხედულებებთან

ამავე შეკითხვის პასუხად, 16%-ის პასუხია – “არ ვიცი”, 9%-ის – არც ერთი პარტია, ხოლო 18% უარს აცხადებს პასუხზე.

 

კითხვაზე – როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები? „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების  27 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, 56 პროცენტი აცხადებს, რომ მეტ–ნაკლებად კარგად.

 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან მხოლოდ 4 პროცენტი ფიქრობს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება, 35 პროცენტი აცხადებს, რომ  მეტნაკლებად კარგად.

 

კვლევა, რომელიც NDI-მ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ცდომილება +/- 3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი