ახალი ამბები

NDI: ‘ნაცმოძრაობას’ 3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე – ‘ოცნებას’

7 სექტემბერი, 2012 •
NDI: ‘ნაცმოძრაობას’ 3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე – ‘ოცნებას’

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 37% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა, რაც 1%-ით აღემატება წინა კვლევის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა მხარს, ასეთების რიცხვი კი წინა კვლევით 18% იყო.

 

NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევის შესაბამისად, მმართველი პარტიის რეიტინგი იყო 47%, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი – 10%.

 

NDI-ის ბოლო კვლევით, 3% “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” მისცემდა ხმას, 2% კი – სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

 

კვლევა, რომელიც NDI-მ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ცდომილება +/- 3%-ია. წინა კვლევა კი, რომელიც  4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში ჩატარდა, NDI-მ 16 ივლისს გამოაქვეყნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი