ახალი ამბები

NDI-ის კვლევის მიხედვით მერაბიშვილს სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს

7 სექტემბერი, 2012 • 920
NDI-ის კვლევის მიხედვით მერაბიშვილს სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს

NDI-ის წინა კვლევის მიხედვით, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა და ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში, პატრიარქი გამოკითხულთა გამოკითხულთა 92%-ს მოსწონდა, რაც თებერვლის მონაცემებს 3%-ით ჩამორჩებოდა. მთლიანობაში, თუკი თებერვალში ილია მეორესადმი მოწონებას გამოკითხულთა 95% გამოხატავდა, NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, ეს მაჩვენებელი 91%-მდეა შემცირებული.

 

თუკი NDI-ის წინა კვლევით ვანო მერაბიშვილის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ 12%-ი აფასებდა, NDI-ის ახალი კვლევით, ანალოგიური მაჩვენებელი 15%-მდეა გაზრდილი. ასევე, ახალი კვლევით, პრემიერ-მინისტრი გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, ხოლო წინა კვლევით ის გამოკითხულთა 55%-ს მოსწონდა.

 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ივნისში ჩატარებული კვლევით იგი 58%-ს მოსწონდა, ამჯერად კი –  3%-ით მეტს.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, ახალი კვლევის შესაბამისად, გამოკითხულთა 39%-ს მოსწონს, ანუ 7%-ით ნაკლებს, წინა, ივნისის კვლევასთან შედარებით.

 

კვლევა, რომელიც NDI-მ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ცდომილება +/- 3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი