იმ 46%-დან კი, ვინც პოლიტიკაზე საუბრობს, 83% – ამას სახლში აკეთებს, 34% – უბანში/ბირჟაზე, 18% – სუფრაზე, 13% – სამსახურში; ხოლო ინტერნეტ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში პოლიტიკაზე მხოლოდ 1% საუბრობს.
შეკითხვაზე – პირადად იცნობთ თუ არა ვინმეს, ვინც თქვენი აზრით, დაითხოვეს სახელმწიფო/საჯარო სამსახურიდან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, გამოკითხულთა 79% უარყოფითად პასუხობს, 14% კი – დადებითად.
კვლევა – “საზოგადოების განწყობა საქართველოში” – NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარდა 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში და გამოიკითხა 2,038 რესპონდენტი.
კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-3%.