კითხვაზე, მოგწონთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან: 5% ამბობს – დიახ, 89 % – არა, 5%–მა არ იცის.
პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი გაიწვევს საელჩოებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, გამოკითხულთა 57% ეთანხმება, 6% არ ეთანხმება, 33%–მა არ იცის, ხოლო 4% უარს ამბობს პასუხზე.
კოლიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერის შემოთავაზება, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, NDI–ის გამოკითხულთა 28%–სთვის მისაღებია, 29% – არ ეთანხმება, 38%–მა არ იცის, ხოლო 5% უარს ამბობს პასუხზე.