ახალი ამბები

დოლიძე: უნდა დავივიწყოთ, ვიწრო პარტიული ინტერესებისადმი იქნება, თუ ხელისუფლებისადმი ჩაბღაუჭება

22 ნოემბერი, 2016 • 1180
დოლიძე: უნდა დავივიწყოთ, ვიწრო პარტიული ინტერესებისადმი იქნება, თუ ხელისუფლებისადმი ჩაბღაუჭება

“ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ,  ვიწრო პოლიტიკური, პარტიული ინტერესებისადმი იქნება ეს, თუ ხელისუფლებისადმი რაღაც ჩაბღაუჭება და დავიწყოთ იმ რეფორმებზე ფიქრი, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს საკეთებელი”, – ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა. დოლიძე, რომელიც ყოფილი თავისუფალი დემოკრატია, ზემოხსენებულ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა:

“მე მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ერთგვარი უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში, კარგი გაგებით, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი განაცხადია, ჩემი აზრით, პირვლე რიგში, პრემიერ-მინისტრის და ასევე ჩემი მხრიდანაც, როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს…  ეს თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი, როგორც საგარეო პლიტიკის, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული, ასევე ჩვენს, როგორც საშინაო რეფორმებთან დაკავშირებით. და, მოგეხსენებათ, რომ ეს უწყება სწორედ კოორდინაციას უწევს რეფორმებს. მომავალი 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით და მე ვაპირებ მაქსიმალურად დავიხარჯო იმისათვის, რომ ეს კოორდინაცია იყოს სრულყოფილი”, – განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა:

“არასდროს ჩემს ცოხვრებაში პრინციპული პოზიციებიდან და ღირებულებებიდან არ გადამხვევია და არც ვაპირებ ამის გაკეთებას. მე (პატიმრების)  ოჯახებთან კონტაქტი არ დამიკარგავს. გარკვეული ხნის წინ მე თვითონ ვნახე ისინი და მათი აღქმა აბსოლუტურად ადეკვატურია, კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ვართ”, – თქვა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის არ უნდა იყოს ახალი მისი დამოკიდებულება გიორგი კვირიკაშვილთან და მის გუნდთან დაკავშირებით, სადაც სამუშაოდ მივიდა:

“არ ვიტყოდი, რომ ხმაურიანად წავედით [ოპოზიციაში თავისუფალი დემოკრატები]. პოლიტიკაში ყველა ეტაპს აქვს თავისი თავისებურებები. მე არც ერთ ჩემს ნაბიჯზე გული არ მწყდება. დიახ, გიორგი კვირიკაშვილთან და მის მთავრობასთან შევიდოდით თუ არა პარლამენტში, თანამშრომლობისათვის ყოველთვის მზად ვიყავით. მე ვთვლი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი