ახალი ამბები

რკინიგზელთა ახალი პროფკაშირის ცნობით, ლიანდაგის რეაბილიტაციის დროს ორი მუშა დაშავდა

18 ნოემბერი, 2016 •
რკინიგზელთა ახალი პროფკაშირის ცნობით, ლიანდაგის რეაბილიტაციის დროს ორი მუშა დაშავდა

რკინიგზელთა ახალი პროფრკავშირის ცნობით, დღეს, 18 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალადიდში სარკინიგზო ლიანდაგის რეაბილიტაციის დროს ორი მუშა დაშავდა.

ელმომარაგების მონტიორებს, ფრიდონ გაბუნიას და გელა ლემონჯავას ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა. ორივე მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, აცხადებენ პროფკავშირში.

დაზარალებულები სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ფრიდონ გაბუნიას ქუთაისში, ხოლო გოგა ლემონჯავას ზუგდიდში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

2016 წელს საქართველოს რკინიგზაზე საწარმოო ტრავმის მეხუთე შემთხვევაა. 2016 წელს გარდაცვლილია სამი რკინიგზელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი