ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: დაჭრილების რაოდენობა საავადმყოფოებში არ გაზრდილა

30 აგვისტო, 2012 • 1089
ჭიაბერაშვილი: დაჭრილების რაოდენობა საავადმყოფოებში არ გაზრდილა

“წუხელ ჩვენ და ამ დილას ახალი პაციენტი არ დაგვმატებია, ის 5 დაჭრილი, რომელიც გუშინ იყო და რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ, რჩება კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ. ორ მებრძოლს გუშინ ასევე ჩაუტარდა ოპერაცია, ერთს მხარზე და ერთს ბარძაყზე და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, ასე რომ, ყველაფერი მიმდინარეობს ექიმთა მკაფიო დაკვირვების ქვეშ და სიტუაცია არის სტაბილური”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მოთავსებულ ჯარისკაცს დილით ესაუბრა:

“მე თვითონ ვესაუბრე მას და, რა თქმა უნდა, თავს ოპერაციის შემდეგ გრძნობს სუსტად, მაგრამ როგორც მებრძოლი, ის არის მხნე და კიდევ ერთხელ მადლობა მას და მის ოჯახს”, – აღნიშნა მინისტრმა.

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობის შესახებ განცხადება კლინიკის ექიმმაც მარინა გელანტიამაც გააკეთა. მისი თქმით, პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის 5 თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი