ახალი ამბები

Pussy Riot-ის მხარდამჭერი აქცია ბათუმში [Video]

22 აგვისტო, 2012 •
Pussy Riot-ის მხარდამჭერი აქცია ბათუმში [Video]

აქციაზე დარიგდა ფლაერები, რომელზეც Pussy Riot-ის შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული. ორგანიზატორების თქმით, ისინი პანკ-ჯგუფის წევრი გოგონებისათვის მისჯილ ორწლიან პატიმრობას აპროტესტებდნენ. 

 

Pussy Riot-ის წევრმა გოგონებმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს „პანკ-ლოცვა“ – „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. ჯგუფის სამი წევრი დააკავეს და სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონები შეწყალების თხოვნას არ აპირებენ, თუმცა მათი ადვოკატები საქმეს გაასაჩივრებენ. 

 

Pussy Riot-ის მხარდამჭერთა აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გამართა. რამდენიმე დღის წინ მსგავსი აქცია გაიმართა თბილისშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი