ახალი ამბები

როგორ აპირებს ქდმ “თელასის” გამოსყიდვას [Video]

22 აგვისტო, 2012 • • 1357
როგორ აპირებს ქდმ “თელასის” გამოსყიდვას [Video]

მან შეკრებილ მოსახლეობას გააცნო პარტიის ხედვა სამომავლოდ ქვეყანში სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი– ეს არის დაბალი ტარიფები, რომ თქვენ არ გქონდეთ  ამხელა გადასახადები. ეს არის ხელოვნურად გაზრდილი გადასახადები”, – განაცხადა გრიგოლიამ.

მისი თქმით, პირველ რიგში ქრისტიან–დემოკრტები აქტიურად დააყენებენ “თელასის” რუსული კომპანია “რაო ესიდან” გამოსყიდვის საკითხს.

“ეს არის ექსპერტების მიერ გაკეთებული პროგრამა, რომელიც თავის თავში მოიცავს “თელასის” იმ 75%–იანი წილის გამოსყიდვას, რომელიც არის კერძო ინვესტორის ხელში. ჩვენი ხელისუფლება ერთი ხელით თითს იშვერს და ამბობს, რომ რუსეთი არის მტერი, ებრძვის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მეორე ხელით თვითონვე რუსეთს მისცა ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები. უნდა მოხდეს რაოესის–გან 75%–ის გამოსყიდვა, ეს არის დათვლილი თანხა. ამას სჭირდება, ჩვენი გათვლებით, ერთი მილიარდი, რომელიც ბიუჯეტში არის უკვე ასახული, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ამ ერთი მილიარდის მოძიება”, – ამბობს გრიგოლია და დასძენს, რომ ამ გამოსყიდვის პარალელურად მომენტალურად გაიაფდება დენის ტარიფი ხუთი თეთრით.

“ეს ხუთი თეთრი არის ინვესტორის მიერ ჩადებული ხარჯები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ყველა ხელისუფლება არის ვალდებული, ვინც მომავალში მოვა, მოახერხოს ეს”, – მიიჩნევს ქდმ–ს მჟორიტარობის კანდიდატი.

ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ მათ მოწოდებას სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით მომავალ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც აქტიურად დაუჭერენ მხარს.

“მომავალ პარლამენტში უმრავლესობაში იქნება ოპოზიცია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ როდესაც პარლამენტში ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, რომელიმე ოპოზიციურმა ფრაქციამ, რომელიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა უარი თქვას  და მხარი არ დაუჭიროს ჩვენს ამ ინიციატივას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მძიმე მოლაპარაკებების საგანი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ კერძო ინვესტორისგან უნდა გამოვისყიდოთ, მაგრამ ეს შესაძლებელია”, – აღნიშნავს გრიგოლია.


ავჭალელები უჩივიან მაღალ კომუნალურ გადასახდებს. ისინი მოითხოვენ, რომ მოხდეს ძველი დავალიანებების უფრო მეტ თვესა და პერიოდზე გადანაწილება. ასევე მათთვის მიუღებელია წყლის მრიცხველები, რადგან ადგილობრივების თქმით, თვის ბოლოს მათ ბევრის გადახდა უწევთ.

გრიგოლიამ შეხვედრაზე გააკრიტიკა მისი კონკურენტი მმართველი პარტიიდან ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და აღნიშნა, ”ყველაზე დიდი დანაშაული ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ჩაიდინა, ის არის ახლა ჩემი ოპონენტი გლდანში. ის იყო პირველი საკრებულოს სხდომაზე, ვინც ასწია ხელი და დასტური მისცა დენის და ნაგვის მოსაკრებელის გაერთიანებას. აი, ეს კაცია, ვისაც უნდა, რომ დღეს თქვენთან მოვიდეს, მე კი ვეღარ წარმომიდგენია, რომ მას და “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ერთხელ ვიღაცამ მისცეს ხმა”, – აღნიშნა გრიგოლიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი