ახალი ამბები

“ინფო 9″–ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

18 აგვისტო, 2012 •
“ინფო 9″–ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია
“მომხდართან დაკავშირებით საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით აღიძრა. სასამართლომ კვირკველიას 20 დღით პატიმრობა შეუფარდა”, – ნათქვამია შსს–ს ოფიციალურ განცხადებაში.

ინციდენტი ლანჩხუთში 15 აგვისტოს მოხდა. სააგენტო “ინფო 9″–ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უყვირის და ხელს ურტყამს ზურაბ კვირკველია საინფორმაციო სააგენტოს ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს, მას შემდეგ, რაც ამავე სააგენტოს ჟურნალისტი ლანჩხუთის გამგეობის წინ გაჩერებულ მიკროავტობუსში მყოფ ადამიანს შეკითხვას უსვამს.

ინციდენტის შედეგადაც ჩავლეიშვილმა სახის არეში დაზიანება მიიღო. დაიმტვრა “ინფო 9”–ის ვიდეოკამერა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საია სამართალდამცავ ორგანოებს ქონების დაზიანების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტების მყისიერი გამოძიებისკენ მოუწოდებდა.

 
ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი
 
 
ზურაბ კვირკველია
ზურაბ კვირკველია

მასალების გადაბეჭდვის წესი