ახალი ამბები

‘ახალი მემარჯვენეების’ კანდიდატმა ხობის პრობლემებზე ისაუბრა

17 აგვისტო, 2012 •
‘ახალი მემარჯვენეების’ კანდიდატმა ხობის პრობლემებზე ისაუბრა

“ახალი მემარჯვენეების” ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლატარიამ დღეს, 17 აგვისტოს, ზუგდიდში

კახა ლატარია
კახა ლატარია

ბრიფინგი ჩაატარა და ხობის რაიონის სოფლების პრობლემებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ლატარიას თქმით, ხობის რაიონის სოფლები საქართველოს ხელისუფლებას წლებია მიტოვებული აქვს.

 

“ხობის სოფლებისთვის ამ წლების მანძილზე არაფერი გაკეთებულა: შეიძლება ითქვას, რომ რაიონის არც ერთ სოფელში არ არის გზა, არ არის წყალი, არ არის გაზი, არ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. სოფლების მოსახლეობას გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს ცხოვრება”, – განაცხადა კახა ლატარიამ –” როგორც რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაიონის ყველა სოფელში ვარ ნამყოფი და შემიძლია ვთქვა, რომ სოციალურ პრობლემებზე არანაკლებ მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. დღეს ხობელებს დანგრეულ გზებეზე უწევთ სიარული რაიონულ ცენტამდე. ხობის რაიონში დღეს არის სოფლები, სადაც ავტობუსები უგზოობის გამო ცენტრამდე ყოველდღე არ დადიან. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში ერთ დღეში ვერ მოხდება ყველა სასოფლო გზის შეკეთება, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ხობის რაიონისთვის არც ერთი ლარი არ გამოიმეტეს თუნდაც ერთი სოფლის გზის შესაკეთებლად”, – განაცხადა კახა ლატარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი