მაჟორიტართა სია ასე გამოიყურება:
კრწანისი – კოტე გუგუშვილი, მთაწმინდა – პაატა ჩოხელი, ვაკე – ლეილა გაფრინდაშვილი, საბურთალო – გურამ პეტრიაშვილი, გლდანი – იოსებ შატბერაშვილი, ნაძალადევი – გიორგი გუგავა, ჩუღურეთი – იოსებ სამხარაძე, დიდუბე – პაატა ჯიბლაძე, ისანი – კახა ძაგანია, სამგორი – გიორგი ბიჭაშვილი.
“ეს ის გუნდია, რომელიც არც პოლიტიკას ღალატობს და არც მოქალაქეებს”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სააკაშვილის და ივანიშვილის ბანდიტური რეჟიმი.
“წარმოუდგენელია, ბანდიტი სამადაშვილი როგორ დაიცავს ნაძალადევის მცხოვრებთა უფლებებს. ის არის მძარცველი მხედრიონელი. ამას ვერ მოახერხებს ვერც სააკაშვილის შპიონი სტრასბურგში თეა წულუკიანი. ის სტრასბურგში ნომრიანი აგენტი იყო. “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” მიერ წამოყენებული კანდიდატები თბილისის თავზე დაფურთხებაა. პუტჩისტი ქანთარია, ბანდიტი გეგენავა, არჩევნების გამყალბებელი მაჭავარიანი, ჩვენს კანდიდატებს ვერ აჯობებენ. ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება აირჩიონ ვაკეში, თუ არა ლეილა გაფრინდაშვილი”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თბილისის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ დროისთვის დასახლებული ჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.