ახალი ამბები

სანდრა რულოვსი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

7 ნოემბერი, 2016 • 1584
სანდრა რულოვსი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

ყოფილი პირველი ლედი და “ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სანდრა რულოვსმა “ცესკოს” განცხადებით მიმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. როგორც საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ეს სცილდება ცესკოს კომპეტენციას.

10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 50 მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იქნებოდა საჭირო, სადაც, უმეტეს შემთხვევებში, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მიიღებდენ მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურებში მონაწილეობას. სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი