ახალი ამბები

სომეხი ალპინისტი მაშველებთანაა

13 აგვისტო, 2012 •
სომეხი ალპინისტი მაშველებთანაა

“სომეხი ალპინისტი გუშინ იყო ჩამოყვანილი იმ წერტილამდე, სადაც ალპინისტების ბანაკია, ღამის გასათევ ადგილზე. დღეს დაიწყეს დაშვება ქვევით. რადგან არ გამოვიდა ამინდი ვერტმფრენისთვის, მაშველებიც და სომეხი ალპინისტიც ფეხით მოემართებიან ქვევით,” – აცხადებს მესტიის გამგებელი ილია ჯაფარიძე.

უშბაზე შერჩენილი ალპინისტის ანდრანიკ მირიბიანის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.  სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am  10 აგვისტოს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უშბაზე დარჩენილი ალპინისტი უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელოდება ქართველ მაშველებს.

“მზად ვარ, მოვიცადო რამდენიმე დღე, ოღონდ დანამდვილებით ვიცოდე, რომ ვერტმფრენი მოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მისაღები მექნება  რისკიანი გადაწყვეტილება და შაბათ დილით ქვევით დაშვებას დავიწყებ. რაც უფრო მეტ დროსა და რესურსებს ვკარგავ, მით უფრო მეტად სარისკო გახდება ჩემთვის ქვევით დაშვება,” – აცხადებს ალპინისტი  news.am  -თან საუბარში.

გუშინ, 11 აგვისტოს news.am-მა სომხურ სამაშველო ცენტრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური მხარე სამაშველო ოპერაციის მეტი ეფექტიანობისთვის საქართველოს ვერტმფრენს გამოუგზავნის. გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

მესტიის გამგებლის ილია ჯაფარიძის განმარტებით, სომეხი ალპინისტი, მიუხედავად მრავალჯერადი გაფრთხილებისა, უშბისკენ მარტო დაიძრა, 4500 მეტრიდან კი ალპინისტი უკან დაშვებას შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

გამგებლის ინფორმაციითვე, ალპინისტის ჯნმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯგუფი მესტიაში სავარაუდოდ ხვალ ჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი