ახალი ამბებირეკლამა

თიბისი ბანკის პერსონალურ მომსახურებას მსოფლიოს საბანკო ანალიტიკოსები საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ

7 ნოემბერი, 2016 • 1243
თიბისი ბანკის პერსონალურ მომსახურებას მსოფლიოს საბანკო ანალიტიკოსები საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ

თიბისი ბანკი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ეს სტატუსი თიბისი ბანკის პირად მომსახურებას მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) მიანიჭეს.

სამი წელია, რაც საქართველო, როგორც ქვეყანა, ამ ჟურნალების მიერ ორგანიზებულ საბანკო დაჯილდოებას დაემატა და მას შემდეგ საუკეთესო პირადი მომსახურებისათვის თიბისი ბანკი იმარჯვებს. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 220 ბანკირი ესწრებოდა მსოფლიოს მასშტაბით.  რეგიონებისა და ქვეყნების კატეგორიებში sul 81 ჯილდო გაიცა.

წელს ეს უკვე მეორე ჯილდოა თიბისი ბანკისათვის საუკეთესო პერსონალური მომსახურების  კატეგორიაში.  კიდევ ერთი ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალის, Global Finance-ის ჯილდოც თიბისი ბანკს ერგო, როგორც საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკს საქართველოში.

„საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას,“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკს აქვს  მომსახურების მრავალფეროვანი მოდელები, როგორც დიზაინის, ისე კონცეფციის მხრივ. ჰყავს საუკეთესო მომსახურე მენეჯერები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლითაც ის ლიდერია საქართველოს ბაზარზე. ჯილდო  თიბისი ბანკმა  პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში  ბაზარზე წარმატებული  გაფართოებისთვის მოიპოვა,“ – განაცხადა PWM-ის რედაქტორმა, იური ბენდერმა.

მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური  ჟურნალების, „The Banker’’, „Professional Wealth Management“ (PWM)  და “Global Finance” ჯილდო ყოველწლიურია და იმ საბანკო სექტორის ლიდერებს გადაეცემათ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. გამარჯვებულებს სპეციალური კომისია რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით არჩევს. ეს არის ბაზრის კვლევა, ინდუსტრიის ანალიტიკოსების, მმართველებისა და მომხმარებლების შეფასებები.

თიბისი ბანკის გარდა, საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკებად დასახელდა ისეთი ავტორიტეტული ბანკები, როგორებიცაა UBS, Citi, JP morgan. BNY Mellon, Société Générale, BNP Paribas, Barclays და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი