ალექსანდრე ჯეჯელავა თითქმის დარწმუნებულია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს კვალვ დაიკავებს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა:

“საბოლოოდ პრემიერის გადასწყვეტია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნები”, – თქვა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრად მიმდინარე წლის 3 ივნისს დაინიშნა.

ჟურნალისტებმა იგივე კითხვა ფინანასთა მოქმედ მინისტრ ნოდარ ხადურსაც დაუსვეს, რომელიც ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *