ახალი ამბებისაზოგადოება

15 წლის განმავლობაში შეცვლილი განათლების 11 მინისტრი

7 ნოემბერი, 2019 • 12314
15 წლის განმავლობაში შეცვლილი განათლების 11 მინისტრი

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობიდან დღემდე საქართველოს განათლების სამინისტრომ 11 მინისტრი გამოიცვალა. მინისტრის სტატუსი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, 3-3 წლით, ალექსანდრე ლომაიამ, დიმიტრი შაშკინმა და თამარ სანიკიძემ შეინარჩუნეს.

1. სამწლიანი მინისტრობის პერიოდში კახა ლომაიამ განათლების სხვადასხვა რეფორმა გაატარა, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება.

2. ლომაიას შემდეგ განათლების მინისტრის პოსტი ერთი წლით მაია მიმინოშვილმა დაიაკავა, რომელიც 2002-2007 წლებში გამოცდების ეროვნულ ცენტრს ედგა სათავეში, 2007 წელს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. თუმცა 2008 წელს მან მინისტრის თანამდებობა დატოვა და ათი წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

3. 2008 წლის თებერვალში მიმინოშვილი გიორგი ნოდიამ ჩაანაცვლა.

გია ნოდია; ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

4. გია ნოდიამ მინისტრის პოსტზე მხოლოდ 8 თვე იმუშავა. 2008 წლის ოქტომბერში მინისტრის პოსტი მაშინდელმა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და “მთავარი არხის” ამჟამინდელმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაიკავა.

5. 2009 წლის დეკემბრიდან კი გვარამია დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა, რომელიც განათლების მინისტრობამდე 11 თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრის პოსტს იკავებდა. ლომაიას მსგავსად, შაშკინმა განათლების მინისტრის სტატუსი 3 წლის განმავლობაში შეინარჩუნა.

6. 2012 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე იყო. ის მინისტრის პოსტის დაკავებამდე 2 თვის განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელძღვანელობდა.

ხატია დეკანოიძე/ფოტო: Facebook

7. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილი დაინიშა. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” განათლების მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

გიორგი მარგველაშვილი

8. 2013 წლის ივლისში საპრეზიდენტო მარათონში ჩართული მარგველაშვილი თამარ სანიკიძემ ჩაანაცვლა. სანიკიძეს ეს პოსტი 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, მანამდე, სანამ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა.

9. 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ნოემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს ალექსანდრე ჯეჯელავა იკავებდა, რომელმაც შემდგომში საქართველოს ვიცეპრემიერიც გახდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა 14.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

10. ჯეჯელავა მიხეილ ჩხენკემლა ჩაანაცვლა, რომელიც განათლების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისამდე იკავებდა.

ფოტო: სამინისტრო

11. საქართველოს მეთერთმეტე განათლების მინისტრი კი, პროფესიით ფსიქოლოგი, მიხეილ ბატიაშვილი იყო, რომელიც ამ პოსტს ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს, 7 ნოემბერს გადადგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი