ახალი ამბები

შსს: პოლიცია არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს შეტაკებაში

4 აგვისტო, 2012 •
შსს: პოლიცია არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს შეტაკებაში

შსს-ს ცნობით, ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში დღეს, 4 აგვისტოს, სახალხო დღესასწაულ „შუამთობა 2012″-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა:

 

“ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება.”

 

დღეს დილით ბეშუმში დილიდან მობილიზებული იყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტები. დაახლოებით 12:00 საათისთვის კურორტზე ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით ბეშუმს ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ეწვია.

 

ივანიშვილისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა და ყველაფერი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პრობლემები შეექმნათ მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან ჟურნალისტებსაც. საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მომხრეებმა ბეშუმი დატოვეს. მანამდე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის ინტერესებში არ შედის სიტუაციის დაძაბვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი