ახალი ამბები

პარტიების საარჩევნო ნომრები ბლოკების რეგისტრაციის მიხედვით შეიცვლება

8 აგვისტო, 2012 • 2453
პარტიების საარჩევნო ნომრები ბლოკების რეგისტრაციის მიხედვით შეიცვლება

ძველი ნომერი შეინარჩუნა ასევე “კონსერვატიულმა პარტიამ”, თუმცა მათი რიგითი ნომრით (#7) შესაძლოა, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ისარგებლოს. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისა და მათთვის რიგითი ნომრების მინიჭების ვადა კანონით 25 აგვისტომდეა განსაზღვრული.


საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ, 7 აგვისტოს გამართულ წილისყრაში 41 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, თუმცა გია ჟორჟოლიანის “სოციალ-დემოკრატებს” წილისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ცესკოს პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის თქმით, ამის მიზეზი პარტიის მიერ საბუთების მოუწესრიგებლობა იყო.


წილისყრის შედეგად პარტიების რიგითი ნომერი შემდეგნაირად გადანაწილდა:


“ახალი მემარჯვენეები” – #24, “მერაბ კოსტავას საზოგადოება” – #30, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – #25, “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო” – #1, “ევროპელი დემოკრატები” – #11, “ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი” – #23, “მწვანეთა პარტია – გიორგი გაჩეჩილაძე” – #39, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – #4, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – #28, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” – #6, “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – # 38, “ეროვნული ფორუმი” – #14, “რესპუბლიკური პარტია” – #34, “სახალხო მოძრაობა” – #17, “ტრადიციონალისტები” – #37, “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა” – #22, “დემოკრატიული განახლება – ჩვენი საქართველო გაბრწყინდება” – #33, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” – #8, “განახლებული საქართველოსთვის” – #27, “მამულიშვილთა ორდენი “სამშობლო” – #2, “საქართველოს მშრომელთა საბჭო” – #36, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” – #19, “დედა სამშობლო” – #29, “უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე” – #21, “საქართველოს სპორტსმენთან კავშირი” – #40, “ხალხის პარტია” – #18, “სახალხო პარტია” – #26, “მთლიანი საქართველო” – #13, “მომავალი საქართველო” – #35, “თეთრები” – #31, “სამართლიანი საქართველოსთვის” – #9, საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია  – #3, “საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია” – #15, “მამული” – #16, “საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი” – #12, “საქართველოს სახალხო ფრონტი” – #32, “ჩვენი ქვეყანა” – #20.


პარტიების ბლოკებად გაერთიანების შემთხვევაში, რიგითი ნომრები შეიცვლება. დღევანდელი მდგომარეობით, შექმნილია კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც აერთიანებს შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “კონსერვატიული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ქართული ოცნება”, “ეროვნული ფორუმი”. ასევე, კოალიციაში ინდივიდუალურად მონაწილეობენ “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი და “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.


ასევე, საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებით წარსდგებიან პარტიები: “თავისუფალი საქართველო”, “თეთრები”, “ტრადიციონალისტები”, “მონარქისტული პარტია”.


გაერთიანდებიან თუ არა ეს და სხვა პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბლოკებად, ეს დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა, როდესაც ცესკოში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი