სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), რომელიც დღევანდელ არჩევნებს 50 ოლქში 700-მდე დამკვირვებლით აკვირდება, აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა.
ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში „სამართლიანი არჩევნების“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით აკვირდება. ამასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 40 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელია.
„სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა, დაკვირვებოდა უბნის გახსნის პროცედურებს. აღნიშნული მონაცემი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების მხოლოდ 0.3%, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე საარჩევნო უბნების 4.2% გაიხსნა დაგვიანებით. საარჩევნო უბნების 0.3%-ზე დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საარჩევნო უბნების 99.5%-ზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
11:00 საათის მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა
• ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ #49.59.127 საარჩევნო უბანზე ტექნიკური მიზეზების გამო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ნახევარი საათის დაგვიანებით დაუშვეს.
• #36 მაჟორიტარული ოლქის #18 საარჩეევნო უბანზე (მარნეული) საინფორმაციო სააგენტო ,,ოლ მედიას” წარმომადგენელს დაკვირვების უფლება შეეზღუდა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე ფოტოგადაღების უფლებას არ აძლევდნენ.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება
• სადემონსტრაციო ოქმში შესაბამისი მონაცემები არ იყო შეტანილი #60 მაჟორიტარული ოლქის #38 (ლანჩხუთი) და #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #51 საარჩევნო უბნებზე;
• #69 მაჟორიტარული ოლქის #24 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) საკონტროლო ფურცელზე დაფიქსირებული არ არის ამომრჩევლის ხელმოწერა;
• #24 მაჟორიტარული ოლქის #24 (გურჯაანი) და #69 მაჟორიტარული ოლქის #55 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცელში არ იყო მითითებული შევსების დრო;
• #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) საკონტოროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა.
წილისყრის პროცედურის დარღვევა
• #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) წილისყრის ჩატარების წესი დაირღვა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრის გარეშე მიანიჭა.
• #23 მაჟორიტარული ოლქის #8 (საგარეჯო) და #49 მაჟორიტარული ოლქის #91 (ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.
მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა
• #51 მაჟორიტარული ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი) ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე.
11:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 6 საჩივარი.