ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი აღარ არის

29 ოქტომბერი, 2016 • 2058
პაატა ზაქარეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი აღარ არის

დღეს, 29 ოქტომბერს, “რესპუბილური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ დიდი ხანია, რაც პაატა ზაქარეიშვილი პარტიის წევრი არ არის.

“პაატა ზაქარეიშვილმა როდესაც დატოვა მინისტრის პოსტი, მაშინ გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას. ის სხვა სფეროში აპირებს, რომ გააქტიურდეს. არასამთარობო სექტორში, თავისი პროფესიის შესაბამისად.  ის არ არის პარტიის წევრი, არ არის პარტიულ ცხოვრებაში ჩართული, მაგრამ გულშემატკივარი რჩება რესპუბლიკური პარტიის”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერით გადაცემაში “დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დრო”.

პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2012 წლის შემოდგომიდან იკავებდა, პოსტი 2016 წლის 1 აგვისტოს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი