ასევე რესპოდენტთა 26% აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობას “ნაციონალური მოძრაობა” მოაგვარებს, ხოლო 23% მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარებას კოალიცია “ქართული ოცნება” შეძლებს.

აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის შეკითხვაზე რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პრობლემას “ნაციონალური მოძრაობა” მოაგვარებს, ხოლო 21% – კოალიცია “ქართულ ოცნებას” უკავშირების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მხოლოდ 2%–ს მიაჩნია, რომ ტერიტორიულ მთლიანობას “ქრისტიან–დემოკრატიული პარტია” აღადგენს.  

NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *