ახალი ამბები

ცესკო: სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის ოლქებშიც მეორე ტურები 30 ოქტომბერს ჩატარდება

23 ოქტომბერი, 2016 • 1307
ცესკო: სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის ოლქებშიც მეორე ტურები 30 ოქტომბერს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურები ჩატარდება. თარიღზე კომისია იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, ამ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.

მარნეულის №48 საარჩვენო უბნის წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • N1„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“/ისრაფილ ბაირამოვი – 3 ხმა
  • N3. “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“/ვეფხია გურგენიშვილი – 2 ხმა
  • N5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/აკმამედ იმამკულიევი – 381 ხმა
  • N7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“/ელდარ მუსტაფაევი – 4 ხმა
  • N8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“/ალი ისაევი – 7 ხმა
  • N17. “საქართველო“/ომარ წამალაიძე 1- ხმა
  • N23. “ჩვენები – სახალხო პარტია“/თეონა ქავთარია – 0 ხმა
  • N41. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“/თამაზ ნავერიანი – 313 ხმა

№48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 აკმამედ იმამკულიევი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 10 026 ხმა (48,11%)

№41 თამაზ ნავერიანი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 9 051 ხმა (43.43%)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სამივე საარჩევნო უბნის შედეგები შემდეგია:

  • N1. „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“/ბესიკ თოდუა – 8 ხმა (0,56%)
  • N5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/სანდრა ელისაბედ რულოვსი – 438 ხმა (30,50%)
  • N7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“/ჯონდი ზარანდია – 5 ხმა (0,35%)
  • N8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“/ირაკლი ჩანგელია – 2 ხმა (0,14%)
  • N28. “ზვიადის გზა – უფლის სახელით“/რამაზ ჩაჩიბაია – 2 ხმა (0,14%)
  • N41. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“/ედიშერ თოლორაია – 981 ხმა (68,31%)

სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 სანდრა ელისაბედ რულოვსი/”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 10 692 ხმა (44.8%)

№41 ედიშერ თოლორაია/”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 11 607 ხმა (48.63%)

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი