ახალი ამბები

იმამკულიევი – 48.11%, ნავერიანი – 43.43% – მარნეულში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

23 ოქტომბერი, 2016 • 1727
იმამკულიევი – 48.11%, ნავერიანი – 43.43% – მარნეულში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მარნეულის #66 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართა აღნიშნული ოლქის #48 უბანზე, სოფელ ყიზილაჯლოში განმეორებითი კენჭისყრა, თუმცა 50%-ანი ბარიერის გადალხვა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა.

მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თამაზ ნავერიანი, ქართული ოცნებიდან და აკმამედ იმამკულიევი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

დღეს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრიდან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით, აკმამედ იმამკულიევმა ჯამში მიიღო ხმების 48.11%, ხოლო თამაზ ნავერიანმა – 43.43%.

მარნეული
Create your own infographics

შენიშნვნა: თავდაპირველად ინფოგრაფიკაზე მოცემული პროცენტული მაჩვენებლები განსხვავდებოდა ცესკოს წინასწარი მონაცემებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი