NDI -ის კვლევაში, რომელიც დღეს, 16 ივლისს გამოქვეყნდა, კითხვას, მოგწონთ თუ არ მოგწონთ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ივნისის თვეში გამოკითხულთა 92 % -მა დადებითი პასუხი გასცა.
იგივე კითხვას თებერვალში მოქალაქეთა 95% -მა უპასუხა დადებითად.
ამასთან, პატრიარქი ერთდერთია, ვისი რეიტინგიც ბევრად აღმატება საქართველოს პრეზიდენტის (58%), დედაქალაქის მერის (60%), ბიძინა ივანიშვილის (46%) და სხვათა რეიტინგებს.
ასევე, ყველაზე მაღალია საქართველოს პატრიარქის საქმიანობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი.
კითხვაზე, როგორც აფასებთ ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას, გამოკითხულთა 69% ილია მეორის საქმიანობას “ძალიან კარგად” აფასებს, დანარჩენი პასუხები კი ასე გადანაწილდა:
12%-ვანო მერაბიშვილი, 7%- გიგი უგულავა, 8% -მიხეილ სააკაშვილი, 12%– ბიძინა ივანიშვილი და ა.შ.
NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).