ახალი ამბები

ყველაზე გამცდენი და უინიციატივო მაჟორიტარი დეპუტატები – ISFED-ის კვლევა

21 ოქტომბერი, 2016 • 2650
ყველაზე გამცდენი და უინიციატივო მაჟორიტარი დეპუტატები – ISFED-ის კვლევა

საქართველოს მე-8 მოწვევის, ანუ დღეს მოქმედ პარლამენტში არსებული 73 მაჟორიტარიდან 37 დეპუტატს არ უსარგებლიათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით, 36-მა ისარგებლა და, ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატები 331 კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ. შესაბამისი კვლევა “სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) განახორციელა.

ISFED-ის კვლევის მიხედვით, 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან პარლამენტის სხდომა არასოდეს გაუცდენია 11 დეპუტატს. 8 დეპუტატმა გააცდინა ერთხელ, ხოლო 2-ჯერ და მეტჯერ სხდომა გააცდინა 54-მა დეპუტატმა;  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ წევრებს შორის 7 დეპუტატს მე-8 მოწვევის პარლამენტში არ უსარგებლია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით და ამასთან, არ განუხორციელებია საკანონმდებლო ინიციატივა.

ცხრილში წარმოდგენილია 36 მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, რომლებმაც საკანონმდებლო ინიციატივა განახორციელეს. მაჟორიტარი დეპუტატების ჩამონათვალთან ერთად მითითებულია მათ მიერ წარდგენილი საკანონმდელო ინიციატივების რაოდენობა:

#

მაჟორიტარი პარლამენტის წევრი

წარდგენილი პროექტების რაოდენობა

 1

დავით ონოფრიშვილი

41

2

ვახტანგ ხმალაძე

33

 3

თამარ კორძაია

22

 4

გიორგიკახიანი

20

5

ნოდარ ებანოიძე

18

6

შალვა შავგულიძე

17

7

გედევან ფოფხაძე

16

 8

ზურაბ აბაშიძე

16

9

ერეკლე ტრიპოლსკი

14

 10

ზაქარია ქუცნაშვილი

14

11

ეკა ბესელია

13

 12

ზვიად ძიძიგური

6

13

ზვიად კვაჭანტირაძე

6

14

ალექსანდრე ქანთარია

5

 15

მირიან წიკლაური

4

16

აკაკი ბობოხიძე

4

 17

მანანა კობახიძე

4

 18

იოსებ ჯაჭვლიანი

4

 19

მურმან დუმბაძე

3

20

პაატა კიკნაველიძე

3

 21

ზაზა პაპუაშვილი

3

 22

ელისო ჩაფიძე

3

 23

. ხიდაშელი

3

 24

დავით უსუფაშვილი

2

 25

დიმიტრი ხუნდაძე

2

26

თამაზ ჯაფარიძე

2

 27

გიორგი გოზალიშვილი

2

 28

ვიქტორ დოლიძე

2

 29

მალხაზ ვახტანგაშვილი

2

 30

პაატა ლეჟავა

2

31

კახაბერ ოქრიაშვილი

2

 32

თეიმურაზ ჭკუასელი

2

 33

ზურაბ ზვიადაური

1

 34

ანზორ ბოლქვაძე

1

 35

გელა სამხარაული

1

 36

მალხაზ წერეთელი

1

“საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ დეპუტატს ჩვეულებრივ აქვს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების უფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ამომრჩეველთა ინტერესების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასაჟღერებლად. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%. ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა.

73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან 2012-2016 წლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 7 მაჟორიტარ დეპუტატს”, – ნათქვამია ISFED-ის კვლევაში.

ცხრილში ჩამოთვლილია ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთაც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ:

სახელიგვარი

ოლქი

ზაზა კედელაშვილი          

დედოფლისწყარო

გიორგი ფეიქრიშვილი      

გარდაბანი

რევაზ შავლოხაშვილი      

წალკა

ენზელ მკოიანი                   

ნინოწმინდა

გოგი ლიპარტელიანი        

ლენტეხი

ლევან ქარდავა                    

წალენჯიხა

როსტომ ხალვაში                

ხელვაჩაური

2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ჩამოთვლილ დეპუტატებს არც  საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებიათ.

პლენარულს სხდომაზე სიტყვით ერთხელ გამოვიდა 4 მაჟორიტარი დეპუტატი:

სახელიგვარი

ოლქი

ზურაბ ზვიადაური 

ახმეტა

კახა ბუცხრიკიძე       

თერჯოლა

როლანდ ახალაია      

ზუგდიდი

თეიმურაზ ჩხაიძე     

ლანჩხუთი

2-ჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა 6-მა დეპუტატმა:

სახელიგვარი

ოლქი

მარიკა ვერულაშვილი   

ყვარელი

დავით ბეჟუაშვილი       

თეთრიწყარო

ვიქტორ ჯაფარიძე          

მესტია

დავით დარცმელიძე      

აბაშა

გურამ მისაბიშვილი       

სენაკი

სოსო დანელია               

  მარტვილი

ყველაზე ხშირად პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს შემდეგმა დეპუტატებმა:

სახელიგვარი

რაოდენობა

ოლქი

ეკა ბესელია   

436

ფოთი

ვახტანგ ხმალაძე

392

დიდუბე

ზაქარია ქუცნაშვილი

361

თიანეთი

ალექსანდრე ქანთარია

257

ისანი

დავით ონოფრიშვილი

226

კასპი

შალვა შავგულიძე

215

ვაკე

სიტყვით გამოსვლის უფლებით 100-ზე მეტჯერ და 200-ზე ნაკლებჯერ ისარგებლა 6-მა დეპუტატმა:

სახელიგვარი

რაოდენობა

ოლქი

გიორგი კახიანი

139

სამტრედია

თამარ კორძაია

138

ნაძალადევი

გედევან ფოფხაძე

131

ბორჯომი

დიმიტრი ხუნდაძე

125

მცხეთა

გოდერძი ბუკია

108

ხობი

ტარიელ ლონდარიძე

100

ასპინძა

პარლამენტის პლენარული სხდომა ყველაზე ხშირად, 19ჯერ ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარიკა ვერულაშვილმა გააცდინა; 18ჯერ სხდომა გააცდინა თერჯოლის მაჟორიტარმა კახა ბუცხრიკიძემ; 15ჯერ- ჩხოროწყუს მაჟორიტარმა ლევან ქარდავამ, ხოლო 14ჯერ- თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ბეჟუაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობის სტატისტიკა:

N

გვარი სახელი

გაცდენების რაოდენობა

ვერულაშვილი მარიკა

19

ბუცხრიკიძე კახა

18

ქარდავა ლევან

15

ბეჟუაშვილი დავითი

14

ახალაია როლად

13

კვაჭანტირაძე ზვიად

13

ლეჟავა პაატა

12

ჭავჭანიძე დავითი

12

სამხარაული გელა

11

ხაბელოვი ლერი

11

ჯაფარიძე ვიქტორი

11

სანიკიძე გუბაზ

11

დუმბაძე მურმან

10

პეტროსიანი სამველ

9

ღვინიაშვილი გიორგი

9

ბოლქვაძე ანზორ

8

ნაყოფია კობა

8

ჩილინგარაშვილი ზურაბ

8

დოლიძე ვიქტორ

8

ჭკუასელი თეიმურაზი

7

გელაშვილი ვალერი

7

ენუქიძე გოჩა

7

ძიძიგური ზვიად

7

შავლოხაშვილი რევაზ

7

ჯაფარიძე თამაზ

6

ბობოხიძე აკაკი

6

ზვიადაური ზურაბ

6

ოქრიაშვილი კახა

6

ფოფხაძე გედევანი

6

კედელაშვილი ზაზა

5

გელაშვილი გელა

5

მკოიანი ენზელ

5

ფეიქრიშვილიგიორგი

5

ქუცნაშვილი ზაქარია

5

შავგულიძე შალვა

5

აბაშიძე ზურაბი

4

ბუკია გოდერძი

4

ლიპარტელიანი გოგი

4

შერვაშიძე იაშა

4

ჩაფიძეელისო

4

ჩხაიძე თეიმურაზ

4

ხაბულიანი სერგო

4

ონოფრიშვილი დავით

3

დარცმელიძე დავითი

3

კობახიძე მანანა

3

ჯაჭვლიანისოსო

3

ჩიტაშვილი ვაჟა

3

ტრიპოლსკი ერეკლე

3

კიკნაველიძე პაატა

3

მეგრელიძე ომარ

2

მისაბიშვილი გურამ

2

ლემონჯავა ვახტანგ

2

ბესელია ეკა

1

სულეიმანოვი აზერ

1

წიკლაური მირიან

1

ხაბარელი შოთა

1

ხუნდაძე დიმიტრი

1

კორძაიათამარ

1

ქავთარაძე გიორგი

1

ქანთარია ალექსანდრე

1

გოზალიშვილი გიორგი

0

ებანოიძე ნოდარ

0

ვახტანგაშვილი მალხაზ

0

ლონდარიძე ტარიელ

0

პაპუაშვილი ზაზა

0

უსუფაშვილი დავით

0

წერეთელი მალხაზ

0

ხალვაში როსტომ

0

ხალვაში ფატი

0

ხმალაძე ვახტანგ

0

ხიდაშელი თამარ

0

კახიანი გიორგი

0

დანელია სოსო

0

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლის თანახმად, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დადგენილია შესაბამისი სანქცია. კერძოდ, დეპუტატს, რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი ყოველი სხდომისთვის დაექვითება ხელფასის 10%, თუმცა დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დეპუტატის ხელფასის 50%-.

დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დაქვითული ხელფასის ოდენობა ასე გამოიყურება:

  • თეიმურაზ ჭკუასელი  – 400 ლარი
  • როლანდ ახალაია         – 200 ლარი
  • მარიკა ვერულაშვილი – 758 ლარი
  • კობა ნაყოფია                 – 758 ლარი
  • ვიქტორ ჯაფარიძე        – 390 ლარი

“მიუხედავად იმისა, რომ პლენარულ სხდომებს მრავალი დეპუტატი აცდენდა, ფინანსური სანქცია მხოლოდ 5 დეპუტატს დაეკისრა. შესაბამისად, არასამართლიანია ფინანსური სახდელის მხოლოდ იმ დეპუტატებისთვის დაკისრება, რომლებმაც სხდომები მხოლოდ სასესიო პერიოდში გააცდინეს”, – ნათქვამია ISFED-ის კვლევაში.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დეპუტატების საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა პარლამენტის ბიუჯეტიდან.

მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში გაიხარჯა 12 065 777 ლარი.

წლების მიხედვით ბიუროებისათვის გამოყოფილი დაფინანსება გადანაწილდა შემდეგნაირად: 2013 წელს 66 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ჯამში, გამოეყო 4 085 496 ლარი. აქედან გაიხარჯა 3 677 212 ლარი, ხოლო გასახარჯი დარჩა 408 284 ათასი ლარი.

2014 წელს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება, ჯამში, შეადგენდა 4 794 883 ლარს.  დაიხარჯა 4 199 367 ლარი;

ნაშთის სახით დარჩა 595 515 ლარი.

2015 წელს მაჟორიტარი 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსება, ჯამში, შეადგენდა 4 750 741 ლარს. გაიხარჯა 4 189 198 ლარი

ნაშთის სახით დარჩა  561.543 ლარი

ინფორმაცია ბიუროებში დასაქმებულთა რაოდენობისა და ყოველწლიური სახელფასო ფონდის შესახებ:

ოლქის დასახელება

დასაქმებულთა რაოდენობა

ყოველწლიურისახელფასოფონდი

ქუთაისი

4

42 000

ასპინძა

8

45 372

სენაკი

4

32160 – 2015.

ცაგერი

5

48 000

ბათუმი

5

43 778

ისანი

3

43 200

ვანი

5

49 020

ახმეტა

5

38 400

ახალციხე

12

46 764

სამტრედია

4

44 540 (2015)

ვაკე

4

40 800

ლაგოდეხი

4

39 000

ნინოწმინდა

6

31 500

მცხეთა

6

47 056 (საშუალო)

ჩოხატაური

3

41 768 (2015)

ოზურგეთი

4

38 400

დუშეთი

5

37 682 (2015)

საჩხერე

5

49 025 (2015)

ფოთი

4

39 150 (2015)

საბურთალო

3

36 600

დედოფლისწყარო

6

38 760

ჩხოროწყუ

5

32 000

ხარაგაული

6

37 032 (საშუალო)

შუახევი

5

46 800

ნაძალადევი

3

36 000 (2015)

ამბროლაური

7

არასრული ინფორმაცია

ქედა

5

არასრული ინფორმაცია

“მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი  ფუნქციურად და შინაარსობრივად არ განსხვავდება პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატისგან და ბიუჯეტიდან მატი საქმიანობისთვის დამატებითი ხარჯების მობილიზება შედეგზე ორიენტირებული არ არის. მაჟორიტარი დეპუტატი რეალურად ვერ აგვარებს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს და აქედან გამომდინარე, ის ფუნქციურად თუ კომპეტენციით არ განსხვავდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატისგან“, – აცხადებენ ISFED-ში, შესაბამისად, ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციებს სთავაზობს ხელისუფლებას:

  • მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, კანონით უნდა განისაზღვროს ბიუროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომელიც დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ან სხვა კრიტერიუმზე;
  • კანონით უნდა განისაზღვროს ბიუროში დასაქმებული პირის შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. ასევე, დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საშუალო პარამეტრები;
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს დეპუტატების მიერ პლენარული სესიის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში გონივრული და ადეკვატური სანქციის დაკისრება როგორც მორიგი, ასევე რიგგარეშე სესიის შემთხვევაში;
  • საქართველოს პარლამენტის შესაბამის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: ამომრჩეველთან შეხვედრების განრიგი, დეპუტატთან კომუნიკაციის საშუალებები, ბიუროში მიღების გრაფიკის მითითებით.
  • ბიუროებმა ამომრჩეველთან ურთიერთობისას  გამოიყენონ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის ვებგვერდები და დეპუტატის საქმიანობის და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულ რეჟიმში განათავსონ ამომრჩეველს შეეძლოს უფრო მარტივად ვებგვერდების მეშვეობით მიმართოს ბიუროებს, რაც ასევე გაამარტივებს ამ მიმართვების აღრიცხვას და კატეგორიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი