დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში უპილოტო საფრთხეა გამოცხადებული.
უწყების ინფორმაციით, საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ საჰაერო თავდაცვის (ПВО) ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე დანაყოფები.
მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ უნდა შეეხონ. ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გადაიღონ ფოტო ან ვიდეო საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის დროს.
ბოლო თვეების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ აფხაზეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო აპარატების შეღწევის შემთხვევები დაფიქსირდა.
