ახალი ამბები

ბურჭულაძის ბლოკმა არჩევნებამდე სამკვირიან პერიოდში ხელფასებზე მხოლოდ 1000 ლარი დახარჯა

21 ოქტომბერი, 2016 • 1314
ბურჭულაძის ბლოკმა არჩევნებამდე სამკვირიან პერიოდში ხელფასებზე მხოლოდ 1000 ლარი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გმაოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რომელიც პარტიების ფინანსურ ანგარიშს ასახავს 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში, პოლიტიკურმა ბლოკმა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” 1000 ლარის ოდენობით ხელფასი  ქსელური მართვისთვის მხოლოდ ერთ პირს გადაუხადა.

ბურჭულაძის ბლოკის შემოსავლებმა სამი კვირის ვადაში 1 050 672,26 ლარი შეადგინა. აქედან პარტიამ ფულადი შემოსავალი, 1 049085,86 ლარი, ფიზიკური პირების შემოწირულობების სახით მიიღო.   ამ პერიოდის განმავლობაში ბლოკმა 1 047 556 ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი თანხა პარტიამ სარეკლამო (784 192 ლარი) და მცირე ღირებულების აქსესუარებში (165 820 ლარი) დახარჯა.

ყველაზე მეტი თანხა სატელევიზიო რეკლამაში ბლოკმა ტელეკომპანია პირველს (46 925 ლარი) გადაუხადა. 1586 ლარი დაუჯდა ბურჭულაძის ბლოკს  Facebook-ზე რეკლამა.

პოლიტიკურმა ბლოკმა”პაატა ბურჭულაძე –  სახელმწიფო ხალხისთვის” 8 ოქრომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3,45% აიღო და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი