ახალი ამბები

NDI: 53% ივანიშვილის მოწოდებას აქციებთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს

10 ივლისი, 2012 • 1121
NDI: 53% ივანიშვილის მოწოდებას აქციებთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს

– ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 27%–მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერდა მოწოდებას, 53%  მოწოდებას მხარს არ დაუჭერდა, ხოლო 19%–მა არ იცის, დაუჭერდა თუ არა მხარს.

NDI-ის კითხვაზე, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხულთა 13% პასუხობს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, 42%–ის აზრით, მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, 17% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაყალბდება, ხოლო 4%– ის აზრით, სრულიად გაყალბდება.

გამოკითხული მოსახლეობა ასევე მიიჩნევს, რომ იმის შესაფასებლად, კარგად ჩატარდა თუ არა არჩევნები, ყველაზე მთავარი მათი პირადი აზრია(41%), გამოკითხულთა 29%–ის აზრით, მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფი ხალხის აზრი, 27% უპირატესობას უცხოელი დამკვირვებლების აზრს ანიჭებს, 22% – პოლიტიკურ პარტიებს, 8% – მთავრობას, ხოლო 9%–ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიის მოსაზრებაა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივნისს წარუდგინა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი