ახალი ამბები

შაშკინი: “სეფერთელაძეს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია”

10 ივლისი, 2012 • 1140
შაშკინი: “სეფერთელაძეს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია”

თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი 24 საათთან ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში განმარტავს, რატომ გადაიყვანა კოკა სეფერთელაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თავდაცვის უწყებაში თავის მოადგილედ. 

 

“ის არის ადამიანი, რომელთან ერთადაც 2009 წლიდან ვმუშაობ. კოკა პროფესიონალია, რომელსაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, რაც მნიშვნელოვანია. მას სრულად ესმის, რამდენად რთული და მნიშვნელოვანი ამოცანები დგას ჩვენ წინაშე,”- ამბობს შაშკინი. 

 

ამავე ინტერვიუში შაშკინი ამბობს, რომ მისი მეორე მოადგილის, დათა ახალიას დანიშნვნა მისივე პირადი თხოვნის საფუძველზე მოხდა. 

 

“პრემიერ-მინისტრის მადლობელი ვარ, რომ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და ჩემს მეორე მოადგილედ ასევე დანიშნა ჩემი მეგობარი დათა ახალაია,”- აცხადებს შაშკინი. 

 

გამოცემასთან საუბარში თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროში სულ 15 -მდე თანამდებობა შეიცვალა. მათ შორის სამხედრო აკადემიის რექტორად და მის მოადგილედ დათო ნარდაია დანიშნა. 

 

შაშკინის განმარტებითვე, თავდაცვის უწყება მისთვის უცხო არ არის და სამხედრო წოდებაც (ლეიტენანტი) გააჩნია. 

 

“მე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვმუშაობდი და სამხედრო წოდებაც მაქვს. ეს სფერო ჩემთვის განსაკუთრებით ახალი არ არის.”

 

ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან 24 საათის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი