ახალი ამბები

სექტემბერში “ქართულ ოცნებას” 7 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

17 ოქტომბერი, 2016 • 1445
სექტემბერში “ქართულ ოცნებას” 7 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის სექტემბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარი დეპუტატობისს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობის სახით 11 მილიონ 667 ათას 117 ლარი მიიღეს. 

შემოწირულობის რაოდენობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება”. პარტიის საარჩევნო ფონდმა  7 მილიონ 355 ათას 96 ლარი მიიღო,  ხოლო მოძრაობამ “სახელმწიფო ხალხისთვის”  – 1 მილიონ 927 ათას 740 ლარი.

შემოწირულობის ოდენობით, 471 259 ლარით, მესამე ადგილზეა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. 451 966 ლარის ოდენობიშ შემოწირულობა მიიღო “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. “თავისუფალმა დემოკრატებმა” 110 340 ლარი მიიღეს, “ეროვნულმა ფორუმმა” -82 036 ლარი, ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულმა მოზრაობამ” – 69 664ლარი, “მრეწველებმა”- 59 210 ლარი, ხოლო “რესპუბლიკურმა პარტიამ” – 37 693 ლარი.

მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატებიდან შემოწირულობის ოდენობით პირველ ადგილზეა ვასილ ხინაშვილი, მას სექტემბერში 284 ათასი ლარი შესწირეს. ილია კოკაიას- 265 900 ლარი, ცეზარ ჩოჩელს- 165 000 ლარი, სალომე ზურაბიშვილს- 38 762 ლარი, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილს- 10 900 ლარი.

პარტიების სემოწირულობები სექტემბერში

მასალების გადაბეჭდვის წესი