ახალი ამბები

ანონსი: 15 ოქტომბერი

14 ოქტომბერი, 2016 • 2399
ანონსი: 15 ოქტომბერი

ნეტგაზეთი გთავაზობთ შაბათს, 15 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 – ვაკის პარკში გაიხსნება საბავშვო ქალაქი – „შუმბალენდი“. ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე დაესწრება. საკონტაქტო ინფორმაცია: 595 093 143


11:00 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, გიორგი კანდელაკი, ბრიფინგს გამართავს. მისამართი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი, თბილისი, სობჩაკის #3


12:00 – ლეღვთახევში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია. საკონტაქტო ინფორმაცია: 577 733 182


13:00 – რიყeზე სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია. საკონტაქტო ინფორმაცია: 577 733 182


17:00 – გაიმართება არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სასტუმრო „რედისონში. საკონტაქტო ინფორმაცია: 577 733 182


12:00-18:00 თბილისობასთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიებები გაიმართება ბუკიას ბაღში, ბახტრიონისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე, მეტრო „პოლიტექნიკურთან“. საკონტაქტო ნომერი: 595169163


თბილისში 15 და 16 ოქტომბერს თბილისობას აღნიშნავენ. იხილეთ შაბათ-კვირას დაგეგმილი ღონისძიებების სია ნეტგაზეთზე: თბილისობა 2016 – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა


თბილისობასთან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე. მოძრაობა სრულად დაიკეტება მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. ავტომანქანები, ასევე, ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი