აფიშაახალი ამბები

თბილისობა 2016 – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

15 ოქტომბერი, 2016 • 2097
თბილისობა 2016 – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

წლევანდელი “თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. წელს ღონისძიებების ეპიცენტრი “ახალი ტფილისი” იქნება.

თბილისობის დღესასწაული 15 ოქტომბერს ლეღვთახევში, მე-19 საუკუნის თბილისის პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით გაიხსნება და 16 ოქტომბერს მეიდანზე ქართველი შემსრულებელების მონაწილეობით გამართული გალაკონცერტით “ჩემო თბილის ქალაქო” დასრულდება. ტრადიციული ღონისძიება – “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონიალი 15 ოქტომბერს ილიას ბაღში გაიმართება.

15 ოქტომბერი

  • 12:00-19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.
  • 12:00-19:00 საათზე, ევროპის მოედანზე და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად და, ასევე, სხვადასხვა კულინარიული გამოფენა გაიმართება.
  • 12:00-19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.
  • 12:00-19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება.
  • 12:00-19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება – საბავშვო ქალაქი – მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა, სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია – დეგუსტაცია, მასტერკლასები.
  • 12:00-00:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე მოეწყობა ინსტალაცია „ხვალ“.
  • 12:00-15:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე DJ ნაკაშიძე წარსდგება მსმენელის წინაშე.
  • 15:00-17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი
  • 16:00 – 17:00 საათზე გამოფენა Error images „ახალი ტფილისი“.
  • 15:00-16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან – ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.
  • 16:00-17:00 საათზე, ვაკის პარკში „შუმბა ლენდის” გახსნა
  • 17:00-18:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია თბილისი” არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება.
  • 17:00-19:00 საათზე ახალ ტფილისში მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.
  • 19:00-01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჯგუფი „რეგიონი”, ჯგუფი „ფრანი” და ჯგუფი „LoudSpeakers” მიიღებენ მონაწილეობას.
  • 19:00-21:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი – ჯგუფი „Young Georgian Lolitas”
  • 19:30-21:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016″ გაიმართება.
  • 20:00-22:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო – „წვიმა”.

16 ოქტომბერი

  • 12:00-19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).
  • 12:00-19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.
  • 12:00-19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გაყიდვა და სხვადასხვა კულინარიული გამოფენა გაიმართება.
  • 12:00-19:00 საათზე, მეტეხის ხიდთან გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით „არ ვარღვევ“;
  • 12:00-19:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.
  • 12:00-19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.
  • 12:00-19:00 ”ახალ ტფილისში” ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.
  • 12:00-19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი “ნაბადი”, ანსამბლი „თბილისი”, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება”, ანსამბლი „თბილისური კვარტეტი” , ჯგუფი „გიო+” ახალი პროექტით , ჯგუფი „The Jetbird” და ჯგუფი „Goofyland”.
  • 15:30-17:00 საათამდე ”ახალ ტფილისში” თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართება
  • 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images.
  • 18:00-19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016″ – ის დაჯილდოვება გაიმართება
  • 19:00 – 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოვება გაიმართება.
  • 19:00-20:30 ”ახალ ტფილისში” „თხრობა მუსიკით“ – დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00-20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.
  • 21:00-22:00 ”ახალ ტფილისში” „თბილისური ეზო” გაიმართება
  • 21:00 – 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო” ჩატარდება.
  • 23:00-01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე „ახალ ტფილისში“ DJ GACHA იზრუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი