ახალი ამბები

წმინდა სინოდის განჩინება

5 ივლისი, 2012 • 1198
წმინდა სინოდის განჩინება

მისი თქმით, სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ID ბარათების თემაც:

 

“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ამ საკითხის გარდა, წმინდა სინოდმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებითაც ისმჯელა:

 

“ეკლესია მომხრეა  ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, თუმცა ამ სამუშაოებში საქართველოს საპატრიარქო, კულტურის სამინისტრო და იუნესკო უნდა იყვნენ ჩართული.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი