ახალი ამბები

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

5 ივლისი, 2012 • 1118
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ცნობით, სინოდის სხდომის განჩინება დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, ხოლო იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე გაიმართა დღეს სხდომა, საზოგადოებას საპატრიარქო 18:00 საათის შემდეგ მიაწვდის.

 

პრეს-სამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი იყო ბიომეტრული პასპორტებისა და ID ბარათების თემა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ნაწილი და მათი მრევლი, ასევე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი წინააღმდეგია საქართველოში ე.წ. ჩიპიანი პასპორტების სავალდებულო წესით შემოღების და ისინი ალტერნატიული დოკუმენტების შემოღებას მოითხოვენ.

 

აღნიშნული მოთხოვნით დღეს დილიდან იმყოფებიან საპატრიარქოს შენობის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღოს სინოდის კრებამ ამ საკითხზე, ამ ეტაპზე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი