ახალი ამბები

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნები წმინდა სინოდს

5 ივლისი, 2012 • 1257
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნები წმინდა სინოდს

“ჩვენ აქ ვიქნებით სინოდის სხდომის დასრულებამდე და მოვითხოვთ, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს ჩიპიანი პასპორტების ალტერნატიული პასპორტების შექმნის თემა, რადგან ეს პასპორტი არის ანტიქრისტეს ნიშანი და ჩვენ გვინდა, რომ ისევე როგორც საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში, გვქონდეს არჩევანის საშუალება და არ შეგვექმნას პრობლემები,” – აცხადებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ავთანდილ უნგიაძე.

 

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს, 12 საათზე დაიწყება, თუმცა საპატრიარქოში ამ დრომდე არ ახმიანებენ, თუ რა საკითხები იქნება სხდომაზე განხილული.

 

წმინდა სინოდის შემადგენლობაში 38 სასულიერო პირია – მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები. წმინდა სინოდის თავმჯდომარეა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰელოვინის დღესასწაულზე[archive]
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰელოვინის დღესასწაულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი