ახალი ამბებისამართალი

ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 20 ოქტომბერს გაგრძელდება

13 ოქტომბერი, 2016 • 1459
ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 20 ოქტომბერს გაგრძელდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა დღეს დასრულდა. სასამართლომ 13 ოქტომბერს მხოლოდ დაცვის მხარის შესავალი სიტყვის ნაწილი მოისმინა.

პროცესი 20 ოქტომბერს განახლდება, სადაც სასამართლო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარესა და დაკავებულებსაც მოუსმენს.

დღევანდელ განხილვას “თავისუფალი დემოკრატების” მოქმედი და ყოფილი ლიდერები ესწრებოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ბრალდებულები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული.

ალასანიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებენ დაკავებულების გასათავისუფლებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი