ნეტგაზეთი | “კაბელების საქმის” განხილვას თავისუფალი დემოკრატები სრული შემადგენლობით ესწრებიან “კაბელების საქმის” განხილვას თავისუფალი დემოკრატები სრული შემადგენლობით ესწრებიან – Netgazeti
Batumelebi | RU

“კაბელების საქმის” განხილვას თავისუფალი დემოკრატები სრული შემადგენლობით ესწრებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “კაბელების საქმის” განხილვა 13 ოქტომბერს, 14:00 სთ.-ზე მხარეთა შესავალი სიტყვების მოსმენით განაახლა. სასამართლოს პროცესს ესწრებიან პარტია “თავისუფალი დემოკრატების” მოქმედი და ყოფილი ლიდერები.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან და მას ახლა უკვე იმედი აქვთ არასამთავრობო სექტორის: “ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ხელმოწერები შევაგროვეთ. ამიტომ, ყველა მეთოდს, რაც დაგეგმილი გვქონდა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ და გამოვიხსნით ამ ბიჭებს ტყვეობიდან.”

“ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის, ამ 5 უდანაშაულო ადამიანის ციხიდან გამოხსნა არის უმთავრესი პრიორიტეტი მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დღეს პარტიაში. ყველანიბერთად, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, დავესწრებით მათ პროცესს და დაველოდებით ამ ადამანების გამოხსნას.” – აცხადებს პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე.

სასამართლო პროცესს ესწრება პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი:

“განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. აქ მოვედი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ დავუჭირო მხარი 5 უდანაშაულო ადამიანს. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ისინი ძალიან სწრაფად დატოვებენ საპატიმროებს, გამართლდებიან და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და ჩაუდგებიან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს.” – ამბობს პეტრიაშვილი.

ნინო გოგუაძის თქმით კი, დაკავებულების გათავისუფლება მნიშვნელოვანია პარტიის ყველა წევრისათვის: “ჩვენ ერთად ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ბიჭების გამოსაყვანად.” – ამბობს გოგუაძე.

ლევან სამუშია ასევე იმედოვნებს, რომ პროცესი ობიექტურად წარიმართება, თუმცა პარტიაში “რეალობიდან გამომდინარე” ამისი მოლონიდი არ აქვთ:

“ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ იყოს ობიექტური და სამართლიანი, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო ობიექტური იქნება, დღევანდელი სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე, ნაკლებად გვაქვს. ყველამ კარგად ვიცით, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ზოგადად სასამართლოში. დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესი სასამართლოში. იმედი და სურვილი გვაქვს, რომ სასამართლო იქნება ობიექტური და ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნდება პროცესი. ამის შანსი არსებობს.” – აცხადებს სამუშია.

საქმეს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატა მოსამართლეების – ნათია ბარაბაძის, ნათია ხოლოაშვილის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით.

პროკურორის, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია რომ წინა ინსტანცია გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება.

“დაცვის მხარეს, როგორც თქვენთვის ცნობილოა, წარმოდგენილი აქვს სააპელაციო საჩივარი. ამ საჩივარზე შესაგებელი ჩვენ ასევე წარმოდგენილი გვაქვს სასამართლოში. რა თქმა უნდა, პროცესთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის უცვლელი. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამოიტანა პირველმა ინსტანციამ, დარჩება ძალაში უველა ინსტანციაში ამ სახელმწიფოში.”

მისი თქმით, ადვოკატები ცდილობენ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკერონ, რაც არის არადამაჯერებელი არგუმენტი:

“აბრალოდ, ასეთი არადამაჯერებელი არგუმენტით ადვოკატები ცდილობენ, გაამართლონ ის დანაშული, რომელიც რეალურად ბრალდებულებმა ჩაიდინეს. ამ საქმის მთავარი მოტივატორი არის ბრალდებულების ქმედება და მათი დანაშაული. ეს არის ფაქტი, რომელიც გვაქვს საქმეში და დადასტურებულია მტკიცებულებებით. ამიტომ, რა კომენტარიც არ უნდა გააკეთოს დაცვის მხარეს, ერთი არის რეალობა, რომ ად ადამიანებს მართლაც აქვთ დანაზსაული ჩადენილი და ამის უტყუარი მტკიცებულებები არის საქმეში.”


2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის ბრალდებით პრკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია დააკავა. ამას “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერის, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ ორი მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

ვრცლად საქმის დეტალები იხილეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი, გიორგი დიასამიძე