ახალი ამბები

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.1%-ით გაიზარდა

13 ოქტომბერი, 2016 • 1349
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.1%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 231.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.1 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზეა რუსეთი, მას მოსდევს აშშ, საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, ისრაელი გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, აზერბაიჯანი.

ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 2016 წლის სექტემბერში 31.2 მლნ დოლარი გამოიგზავნა, აქედან 10.8 მილიონი – საბერძნეთიდან და 10 მილიონი აშშ დოლარი – იტალიიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რუსეთიდან გამოიგზავნა 34.9 მლნ დოლარი, აშშ-დან – 12.2 მლნ, თურქეთიდან- 7.4 მლნ.

2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მლნ აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გაიგზავნა, ნაცვლად 13.8 მლნ აშშ დოლარისა (33.1 მლნ ლარისა)გასული წლის სექტემბერში.

Screen Shot 2016-10-13 at 12.43.26 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი