ახალი ამბები

წინასწარი შედეგებით, მცხეთაში ხუნდაძე-ჩოჩელს შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს

9 ოქტომბერი, 2016 • 1936
წინასწარი შედეგებით, მცხეთაში ხუნდაძე-ჩოჩელს შორის გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისრდებიან სახელისუფლენო კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი.

ამ დროისთვის (13:00 საათი) აღნიშულ ოლქში დათვლილია 45-დან 44 უბანი, რომლის შედეგად ხმების  40.77% აქვს მიღებული ხუნდაძეს, ხოლო 40.5% – ჩოჩელს.

მცხეთა მთიანეთის რეგიონში კიდევ ერთ მაჟორიტარულ ოლქში კი (დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის #38 ოლქი) პირველსავე ტურში გაიმარჯვა ზაქარია ქუცნაშვილმა ქართული ოცნებიდან – ხმების 59.57%-ით. ამ უბანზე იყრიდა კენჭს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც მიიღო ხმების 10.63% [სულ 81 უბნიდან მონაცემები დათვლილია 58 უბნის მიხედვით].

მასალების გადაბეჭდვის წესი